ნადალი კორტზე არ შეუშვეს

მან ნადალი იცნო და შენობაში უპრობლემოდ შეუშვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალი ცენტრალურ კორტზე არ შეუშვეს. ესპანელ ჩოგბურთელს დაცვის თანამშრომელმა საშვი მოსთხოვა, რაფას კი საშვი არ აღმოაჩნდა და დაცვამ გააჩერა. ნადალმა მას ბანერი დაანახა, სადაც თავად იყო გამოსახული.

 

საბოლოოდ, სიტუაცია იმით გამოსწორდა, რომ დაცვის მეორე თანამშრომელი ჩაერია საქმეში. მან ნადალი იცნო და შენობაში უპრობლემოდ შეუშვა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მისი მეტოქე დომინიკ ტიმი გახლდათ.