რუმინელები მატრყოფში დაბანაკდნენ

რაგბი ევროპას სტეჟარით პირველად ვიწყებთ 

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს, ეროვნულ სტადიონზე გამართავს. ჩვენი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამჟამად მარტყოფის სარაგბო ბაზაზე იმყოფება და მომავალი მატჩისთვის ემზადება.

 

რუმინელების ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინოსნმა ანტალიის შეკრებაზე მყოფ მოთამაშეებს კიდევ ხუთი დაუმატა. აქედან ოთხი ლეგიონერია. ესენია: ალექსანდრუ ტარუსი (ზებრე), ტეილორ გონტინიაკი (კლერმონი), ადრიან მოტოკი (აჟენი) და ნიკოლას ონუცუ (ვიენი).

 

ნაკრებში გამოძახებულნი იყვნენ ასევე ლეგიონერები, მარიუს ანტონესკუ, ლონელ ბადიუ და ალექსანდრყ გორდასი, რომლებიც ტრავმის გამო დააკლდნენ გუნდს. კიდევ ერთი ლეგონერი, გამოცდილი მიჰაი მაკოვეი კი, ოჯახური პრობლემების გამო ვერ დაეხმარება სტეჟარის.

 

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: იულან ჰარტიგი, კონსტანტინ პრისტავიტა, ჰორაციო პუნეა, კოზმინ მანოლე, ოვიდიუ კოჯოკარუ, ევგენ კაპატანა, ალექსანდრუ ტარუსი, ტუდორ ბუტნარიუ.

მეორე ხაზი: იონუც მურეშანი, იოჰან ფან ჰერდენი, დორინ ლაზარი, ადრეან მოტოკი

მესამე ხაზი: კრისტი ჩირიკა, დამიან სტრატილა, ვლად ნეკულაუ, დრაგოშ სერი, ადრიან იონი, კამილ სობოტა

#9:  გაბრიელ რუპანუ, ფლორინ სურუჯუ, ტუდორელი ბრატუ

#10: ტუდორ ბოლდორი, დენიელ პლაი

#12-13: ვლადუც პოპა, ფლორინ ვლაიკუ, კატალინ ფერკუ, ალექსანდრ ბუკური, ტეილორ გონტენიაკი

#11-14: რობერტ ნეაგუ, მარიუს სიმონესკუ, ვლადუც ზაჰარია, იონუც დუმიტრუ, კოზმინ ილიუტა, ნიკოლას ონუცუ

#15: პაულ პოპოაია, ლონელ მელიტინე