ერიკსენი უკვე შეცვალეს

ჟოზემ ბერგვინს დაუძახა 

22 წლის სტივენ ბერგვინი ნიდერლანდური სპვ-დან ტოტენჰემში გადავიდა. ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან 5.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის სანაცვლოდაც 30 მილიონ ევროს მიიღებს და 23 ნომრით ითამაშებს. 

„ინგლისის პრემიერლიგა, მსოფლიოს საუკეთესო ლიგა - აქ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნება არის. ვგრძნობ, რომ კარიერაში ახალი ნაბიჯის დროა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ საქმე მქონოდა ისეთ ძლიერ მწვრთნელთან, როგორიც ჟოზე მოურინიუ გახლავთ.

და, აჰა, დადგა ეს ნანატრი დრო - მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ. ერთი სული მაქვს, როდის მოვირგებ ამ დიდი კლუბის მაისურას,“ - თქვა ნიდერლადელმა ფეხბურთელმა, ვინც მამლებმა ორიოდ დღის წინ ინტერში წასული კრისტიან ერიკსენის შემცვლელად დაიგულეს.