დინამომ ტოგოელი ფეხბურთელი დაიმატა

ესპანეთიდან საქართველოში

თბილისის დინამომ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. საუბარია ტოგოელ საიმონ ბენიონზე. ბენიონი საყრდენი ნახევარმცველი გახლავთ. ბოლოს იგი სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა, კერძოდ კი მერანდესის ღირსებას იცავდა. ესპანელთა რიგებში მან ამ სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა.  

 

ბენიონი საფრანგეთში გაზრდილია და რანგით დაბალ ფრანგულ ლიგებში გამოდიოდა. ტოგოს ნაკრებში მას 1 თამაში აქვს ჩატარებული. 2017 წელს ტოგოელები ეგვიპტესთან 0:3 დამარცხდნენ 27 წლის ფეხბურთელმა კი 15 წუთი ითამაშა. ცნობილია, რომ ბენიონი დინამოს უკვე შეუერთდა და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.