ჯერ ექიმებთან...

მერე სულშერთან

ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ხვალ მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 

ინგლისელები ახალი ფეხბურთელის სანაცლოდ 55 მილიონ ევროს გადაიხდიან, 25 მილიონსაც სხვადასხვა ბონუსებში... კლუბებს შორის გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა შედგეს, ანუ 31 იანვრამდე. 

ბრუნო ფერნანდეში სპორტინგში 2017 წელს გენუის სამპდორიადან 9.7 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში კი 25 წლის ფეხბურთელმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე პასი.  ფერნანდეშს კონტრაქტით პორტუგალიაში 2023 წლამდე  უნდა ეთამაშა...