2023 წლის მსოფლიოს თასის წილისყრა ნოემბერში გაიმართება

რატომ ჩქარობს მსოფლიო რაგბი?

მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასის წილსიყრა წლეულს ნოემბერში გაიმართება. საგულისხმოა, რომ ასე ადრე მსოფლიოს რაგბის აქამდე გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის წილისყრა არასდროს ჩაუტარებია.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასზე მოწინავე თორმეტმა გუნდმა უკვე მოიპოვა მომდვენო მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება და ისინი პირველ სამ კალათაში განაწილდებიან რეიტინგის მიხედვით. დღესათვის მდგომარეობა ასეთია:

 

1 კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი,

2 კალათა: ირლანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, იაპონია

3 კალათა: შოტლანდია, არგენტინა, ფიჯი, იტალია

 

ეს კონფიგურაცია ადვილია შესაძლებელია ექვსი ერის გათამაშებისა და ივლისის ტესტების შედეგებმა შეცვალოს. 

 

მსოფლიოს თასზე დანარჩენი რვა ადგილისთვის საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება კონტინენტებზე. ეს გუნდები ჯგუფებში მე-4 და მე-5 ნომრებად განაწილდებიან.