გარეთ ტომასი გაწბილებულია

არასდროს ვნახავ მის თამაშს

უელსის ნაკრების ყოფილმა გარემარბა გარეთ ტომასმა, რომელიც პირველი მორაგბეა ვინც ჰომოსექსუალობა აღიარა, საკუთარი ტვიტერის გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა. უელსელი გაწბილებულია ფრანგული რაგბილიგის გუნდის გადაწყვეტილებით, ისრაელ ფოლაუ თავის რიგებში იხილოს.

 

”მაშ ასე, ისრაელ ფოლაუ სუპერლიგაშია. ძალიან გაწბილებული ვარ ამ ამბით. ერთის იმედი მაქვს. როგორც ისრაელ ფოლაუ აცხადებს, რომ მას უფლება აქვს ილაპარაკოს, ზუსტად ასევე ექნებათ უფლება მოთამაშეებს და ქომაგებს უპასუხოს მას. მე არასდროს ვნახავ მის თამაშს”  - განაცხადა გარეთ ტომასმა.