ბარსელონამ სუარესის შემცვლელს მიაგნო - მოლაპარაკებები დაწყებულია

კატალონიელები იტალიელ ფორვარდს უმიზნებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლოს ფორვარდმა, დომენიკო ბერარდიმ, შესაძლოა, კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს.


წყაროს ცნობით, კიკე სეტიენი 25 წლის იტალიელს ლუის სუარესი შემცვლელად განიხილავს. ცოტა ხნის წინ მიღებული დაზიანების გამო ურუგვაელი შემტევი რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტრანსფერზე მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. როგორც მოსალოდნელია, კატალონიელები მასში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.


მიმდინარე სეზონში ბერარდიმ 17-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. სასუოლოსთან კონტრაქტი მას 2024 წლამდე აკავშირებს.


შეგახსენებთ, გასული წლის იანვარში ბარსელონამ ამ იტალიური კლუბიდან სხვა ფორვარდი, კევინ ბოატენგი იჯარით აიყვანა. ამჟამად ის ფიორენტინას ღირსებას იცავს.