Sky Sports: ტოტენჰემი ჟირუს გაიფორმებს

მოურინიო გამოცდილ ფრანგს კეინის დროებით შემცვლელად განიხილავს

Sky Sports-ის ინფორმაციით, ჩელსის ფორვარდი, ოლივიე ჟირუ, კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს.


ტოტენჰემის ლიდერი და მთავარი ბომბარდირი, ჰარი კეინი დაზიანების გამო რამდენიმე თვით იუქმებს. ლონდონელთა თავკაცი, ჟოზე მოურინიო მის შემცვლელს ეძებს.


გავლენიანი ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ ჟირუს ჩელსის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ფრანგი ფეხბურთელი მცირე სათამაშო დროის გამო უკმაყოფილოა. როგორც ცნობილია, მას ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება სურს, თუმცა სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გამო საფრანგეთის ნაკრების განაცხადში 33 წლის ფორვარდის მოხვედრის შანსები მცირდება. ასევე ცნობილია, რომ ჟირუს ლონდონიდან წასვლა არ სურს, სწორედ ამიტომ ის ტოტენჰემის შემოთავაზებას თანხმდება.


პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფრანგმა შემტევმა მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ჩელსისთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი წელს ზაფხულში იწურება.