ოფიციალურად: ბრუნო ფერნანდეში იუნატედში გადავიდა

ეშმაკებმა 68 მილიონი ფუნტი გადაიხადეს

მანჩესტერ იუნაიტედმა აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ლისაბონურ სპორტინგსა და ინგლისურ გრანდს შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, პორტუგალიელი ნახევარმცველი იუნაიტედს 68 მილიონი ფუნტი დაუჯდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

შეგახსენებთ, ფერნანდეში სპორტინგში 2017 წლის ზაფხულში სამპდორიადან გადავიდა. პორტუგალიელებმა მასში 10 მილიონ ევრომდე გადაიხადეს. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 17-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.