კაცი 1000 გოლით

ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი 54 წლის გახდა

ზუსტად 54 წლის წინ, 1966 წლის 29 იანვარს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო დაიბადა. საოცარი ტექნიკითა და საგოლე ალღოთი დაჯიდლოებულმა ფეხბურთელმა კარიერა ვასკო და გამაში დაიწყო. მას ასევე ისეთ გუნდებში უთამაშია როგორიცაა პსვ ეინდჰოვენი, ბარსელონა, ფლამენგო, ვალენსია, ფლუმინენსე, ელ სადი, მაიამი, ადელეიდე იუნაიტედი და ბოლოს კლუბ ამერიკაში აგორებდა ბურთს. 

 

რომარიოს თამამად შეგვიძლია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ვუწოდოთ. იგი მილიონობით ქომაგის საყვარელი მოთამაშე გახლდათ, რომელმაც სელესაოსთვის ძალიან ბევრი გააკეთა. რომარიომ ბრაზილიის ნაკრებში 70 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ბრაზილიამ მოიგო და დღევანდელ იუბილარს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. რომარიო იმ წელს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

 

ისტორიაში ცოტა თუ დაიკვეხნის იმით, რაც რომარიომ გააკეთა. იგი კარიერაში 1000 გოლიან ნიშნულს გადასცდა და ნაკლებად სავარაუდოა უახლოეს წლებში ეს ბევრმა შეძლოს (თუ საერთოდ ვინმემ). მოკლედ ასე, დღეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელის, რომარიოს დაბადების დღეა.