ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში იასპარეზებს

ქართველმა მოჭიდავემ სერბული პასპორტი უკვე აიღო

ზურაბ დათუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია სპორტსმენმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, ქვეყნიდან წასვლის მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა.

 

სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზელკო ტრაიკოვიჩმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქართველი მოჭიდავე სერბეთის მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გახდა. როგორც ცნობილია, დათუნაშვილი ახალ ნაკრებს უკვე შეუერთდა - სერბები 2020 წლის ოლიმპიადისთვის დეკემბრის შემდეგ აქტიურად ემზადებიან.