ჯოკოვიჩი თუ ფედერერი?

მოგების შემთხვევაში, ნოვაკი რეიტინგის პირველ ადგილზე დაბრუნდება.

ხვალ, 12:30, როდ ლეივერის არენაზე.

ტიტანების ბრძოლა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) VS როჯერ ფედერერი (3)

პირადში: 26:23, ნოვაკის.

საუკეთესო შედეგი აქ: ჯოკოვიჩი - ჩემპიონი (7). ფედერერი - ჩემპიონი (6).

 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერს ამ ტურნირზე სამი ნახევარფინალი (2008, 2011, 2016) წაართვა. როჯერს ეს ახსოვს.

როჯერ ფედერერი AUS Open-ის ნახევარფინალში მეთხუთმეტედ გავიდა. კლასიკა.

ამ ორის ბოლო ჩეხვა მოიგო როჯერმა. შარშან, სეზონის შემაჯამებელზე, ლონდონში, 6:4, 6:3. მანამდე ნოვაკს ზედიზედ 5 თამაში ჰქონდა აღებული.

ჰარდზე: 19:18, ნოვაკის.

ფედერერმა ნოვაკს ხუთსეტიან ფორმატში ბოლო შეხვედრა უიმბლდონზე, 2012-ში წაართვა.

როჯერი მიმდინარე ტურნირზე ორჯერ გადარჩა. ჯერ, ავსტრალიელ ჯონ მილმანთან, როდესაც გადამწყვეტ ტაი ბრეიქზე 4:8 ამოქაჩა. მეორედ, ბოლო მატჩში, ტენის სანდგრენთან - როჯერმა შვიდი მატჩ პოინტი გადაარჩინა.

როჯერი აქ, კორტზე: 12 საათი და 44 წუთი. ძალიან ბევრია. ფედერერის ასაკში (38 წლის, 178 დღის), განსაკუთრებით.

1991 წლის შემდეგ, როჯერ ფედერერი დიდი სლემის ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ნახევარფინალისტია. 29 წლის წინ, ამერიკელი ჯიმი კონორსი (39 წლის, 6 დღის) ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში შევიდა.

ფედერერი აქ: 102:14. მკვლელი სტატისტიკა.

ჯოკოვიჩი აქ, კორტზე: 10 საათი და 21 წუთი. ამ სეზონში ნოვაკს ერთეულებში 11 მოგება და 0 წაგება აქვს. მანიაკი.

ჯოკოვიჩი აქ: 73:8.

მოგების შემთხვევაში, ნოვაკი რეიტინგის პირველ ადგილზე დაბრუნდება.

ფავირიტი: ნოვაკი.