პირველი ოქროები რომიდან

იტალიის დედაქალაქში ძალოსნობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს

რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს სეზონის პირველი ოქრო ანტონ (96 კგ.) პლესნოიმ მოუპოვა. მან ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.


გარდა ამისა, აკვრაში ძალოსანმა დაძლეული 201/210 კილოგრამით პირველი ადგილი დაისაკუთრა. ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 ქულით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.