ბათუმის დინამომ თურქეთში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

გეგუჩაძის შეგირდები ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდებიან

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის დინამომ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის შეგირდები სერბულ რადნიჩკის დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს. გოლები ვაკო თევდორაძემ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და მათე ცინცაძემ გაიტანეს. 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის დინამო ვისლა კრაკოვს დაუპირისპირდა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე შეკრებაზე მესამე ამხანაგურ მატჩს გუნდი პირველ თებერვალს, პლოვდივის ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.