100 მილიონი საკმარისი არ აღმოჩნდა

ბარსელონა ახალგაზრდა ბრაზილიელში არნახულ თანხას იხდის

Sky Sports-ის ინფორმაციით, ბარსელონამ რიჩარლისონის თაობაზე ევერტონს ოფიციალურად მიმართა, თუმცა მერსისაიდელებმა კატალონიელები უარით გაისტუმრეს.

 

წყაროს ცნობით, ბლაუგრანამ ახალგაზრდა ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც „კანფეტებმა“ უარი განაცხადეს. ევერტონის ბოსებმა დაადასტურეს, რომ 22 წლის შემტევის გაყიდვას არ აპირებენ.

 

როგორც ცნობილია, კიკე სეტიენი რიჩარლისონს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს. ურუგვაელი ფორვარდი დაზიანების გამო ბარსელონას რამდენიმე თვით გამოაკლდა.

 

მიმდინარე სეზონში რიჩარლისონმა 27-ჯერ ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ის ბრაზილიის ნაკრების წევრიცაა - ეროვნული გუნდის მაისურით მან 19 შეხვედრაში 6-ჯერ გაიტანა.