16-წლამდელთა ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

ქართველმა ჭაბუკებმა დაძაბულ ბრძოლაში წააგეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პოლონელებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი ანტონ კოზუბალი გახდა.

 

პოლონეთი 1:0 საქართველო

 

​საქართველო: ჯოჯუა, დავრაშელიძე, მორჩილაძე, ხაბულიანი, ბაგრატიონი (მოლაშვილი), თოდუა (ეგოიანი), პირტახია, ხიმშიაშვილი, გეგიაძე (ჯანაშია), ცხოვრებაშვილი (გოგებაშვილი), შიოლაშვილი (დვალიშვილი)

 

​სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, მესხი, ლაცაბიძე, ჯაჭვლიანი

 

​მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

 

გოლი: 1:0 კოზუბალი (90)

 

ისრაელში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს თბილისის დროით 16:00 საათზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ისრაელის 16-წლამდე ნაკრები იქნება. 

 

მომზადებულია სფფ-ს მიხედვით