ბითაძემ აკრიფა!

გოგა ზედმეტად კარგია, რომ ცოტა ითამაშოს.

დღის პირველ ჩეხვაში ინდიანამ ჯეკპოტი მოხსნა.

115:106 ჩიკაგოსთან. დამატებით დროში.

დაბრუნდა ვიქტორ ოლადიპო.

ვიქტორ ოლადიპომ ძირითადის დასრულებამდე 8 წამით ადრე ღრმა სამიანით თამაში დამატებითში გადაიყვანა.

ვიქტორ ოლადიპომ ბოლო წამზე მაგრად უხეშად ითამაშა ზაკ ლავინის წინააღმდეგ, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი გაატარეს და წავიდა დამატებითი დრო.

გოგა ბითაძე ძალიან კარგი იყო - 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება, 9/5 ზუსტი სროლა. და, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა გარჩევაში გოგა სასტარტოში იდგა. ძალიან ძველი დრო ამოვწიეთ. იმ მატჩში ტი ჯეი ლიფს ორმაგი დუბლი ჰქონდა. ეს ორი თვის წინ იყო.

ჩიკაგომ სოლიდურად იყომარა, მაგრამ მიმდინარე რეგულარულში ბულზი ვერ უგებს კარგ გუნდებს. 1:19 დადებითი ბალანსის მქონე ოპონენტებთან.

ძირითადის ბოლო 4 წუთში ჩიკაგომ ვერ ჩააგდო და პეისერზმა დაქაჩა.

ზაკ ლავინს (23 ქულა) ცუდი პროცენტი (23/7, 11/1 სამიანი) აქვს, მაგრამ ბულზის ლიდერმა ზედიზედ მე-16 მატჩში აკრიფა 20 და მეტი ქულა. მისტერ ლავინის კარიერის ახალი რეკორდი.

ოლადიპო მომენტებში ვერ ქაჩავდა და გუნდის ლიდერი აუცილებლად მოუმატებს. და, მასთან ერთად, უკეთესი იქნება ინდიანაც. ოლადიპო დღეს - 9 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა, 8/2 ზუსტი სროლა. მოსალოდნელი სტატისტიკა და ბევრი ცუდი სროლა.

ჩვენთვის (და, ალბათ, ინდიანასთვის) გოგას კარგი კალათბურთი იყო მნიშვნელოვანი. გოგამ აკრიფა. და, ჩვენი სურვილია, რომ აღარ დააგდოს ტემპი.

გოგა ზედმეტად კარგია, რომ ცოტა ითამაშოს.

ბითაძემ წამოიღო.