ვილიანი ბარსელონაში? - მოლაპარაკებები დაწყებულია...

ვილიანი ფასდაკლებით

Sky Sports-ის ინფორმაციით, ბარსელონამ ვილიანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან 31 წლის ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. ასეთი მცირე ფასი იქიდან გამომდინარეობს, რომ ბრაზილიელს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

 

აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანას ვილიანის შეძენა 2018 წელსაც სურდა, ჩელსის 66 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

 

ბრაზილიელი არისტოკრატებში 2013 წელს მახაჩკალას ანჟიდან 35.5 მილიონ ევროდ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 30 შეხვედრაში მიიღო, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ტრანსფერმარკეტის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონი ევროა...