უცხო საბურთალო

სასტუმრო ბომონდ გარდენში საბურთალომ ახალწვეულები წარადგინა. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ახალ ფეხბურთელებზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზეც. 

 

 

ჯულიუს ბლიკი (1994, ნიდერლანდები, ცენტრალური მცველი)

ნიდერლანდების პირველ დივიზიონში, დორდრეხტსა და იგლზში თამაშობდა.

 

ჟეროენ ლუმუ (1995, ნიდერლანდები, მარჯვენა შემტევი)

იყო ტილბურგში, ლუდოგორეცში, ჰერენვენში და სხვადასხვა გუნდებში,. ბოლოს გახლდათ პორტუგალიურ არუკაში. ორჯერ აქვს ნათამაშევი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წინააღმდეგ. 2012 წელს 17-წლამდელების ნახევარფინალში, როცა ვასილ მაისურაძის გუნდმა 0:2 წააგო ნარინჯისფერებთან. და ასევე თბილისში, შესარჩევში, 19-წლამდელების დონეზე ისევ მაისურაძის გუნდმა 2:1 აჯობა ნიდერლანდებს.

 

ლუმუ ლუდოგორეცში ჩემპიონი გახდა და თასი მოიგო. ასევე სუპერთასიც. და 2012 წელს 17-წლამდელების ევროპაზეც თასი ასწია.

 

ნაზარე (1995, პორტუგალია, მარცხენა მცველი)

თამაშობდა ნავალში, უნიაო მადეირაში, ოლეიროსში და ლიტვურ სტუმბრასში. სამი წლის წინ ლიტვის თასი მოიგო.

 

და კიდევ, დიდი შანსია მეოთხე ლეგიონერიც დაემატოს გუნდს. ამის შესახებ ინფორმაცია ხეჩიკაშვილმაც დაადასტურა. საუბარია კურასაოელ მცველ იურიხ კაროლინაზე. ის 21 წლისაა, პსვ-ის აკადემიასი გაიზარდა, მერე კი ბრედასა და დენ ბოშში იყო.

 

ფეხბურთელების აგენტია ალექსანდრე გოშაძე. ის მეკარე ოთო გოშაძის ძმა გახლავთ. 

 

სამივე ლეგიონერმა თქვა, რომ საქართველოში ტიტულების მოგება სურთ. მათთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

 

ხეჩიკაშვილს ნიკა მალისა და გიორგი კოხრეიძის შესაძლო გაყიდვაზეც ვკითხეთ. კლუბის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მათ მიმართ დიდი ინტერესია და არაა გამორიცხული, ევროპაში გააგრძელონ კარიერა.   

 

საბურთალოს მეორე შეკრება ესპანეთში ელის, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს: ცსკა-სთან, ზენიტთან, ავსტრიის უმაღლესლიგელთან და ესპანეთის სეგუნდა ბ-ის ერთ-ერთ გუნდთან.