წყალტუბოს სამგურალმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა და თან, საკმაოდ ცნობილიც: 37 წლის გრიგოლ დოლიძე ქუთაისის ტორპედოდან.
დოლიძე საქართველოს ჩემპიონატის კოლორიტი ფეხბურთელია.
გურია, მერცხალი, სიონი, ამერი, სიმურგი, ოლიმპი, ბაია, დილა, ზესტაფონი, სამტრედია, შუქურა, ტორპედო - ამ გუნდებში ითამაშა დოლიძემ. საუკეთესო სეზონები სიონში, ამერსა და ტორპედოში ჰქონდა.
სამგურალი სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერდა და სავარაუდოდ, ლიგა 1-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც უნდა იყოს.