ცრუ

სამი წელი ციხეში

მოსამართლის უპატივცემულობისთვის, ცრუ ჩვენები მიცემისთვის და ზოგადად, სასამართლოს მიმართ ზერელე დამოკიდებულებისთვის ფაბიო კოენტრაუმ, მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა, შესაძლოა, სამწლიან პატიმრობას გამოჰკრას ხელი...

პორტუგალიელი სასამართლოში ლისაბონის სპორტინგის აკადემიაზე თავდასხმის საქმეზე იყო დაბარებული. მას მოსამართლემ პროფესიის შესახებ ჰკითხა, რაზეც პასუხად მიიღო - ყოფილი ფეხბურთელი.

მეორე დღეს კი ერთერთ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, ცხადია, კარიერას ვაგრძელებ და კლუბებისგან ახალახალ წინადადებებს ველიო.

ჰოდა, მოსამართლეს აღშფოთდა... პორტუგალიური კანონებით კი ცრუ ჩვენების დამტკიცებისთვის სამწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

31 წლის ფაბიო კოენტრაუს ბოლო კლუბი რიუ ავე გახლდათ. რეალში კი შეგახსენებთ, 2011-2018 წლებში თამაშობდა.