თელავმა ამ ზამთარს 8 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორის, ორი ლეგიონერია: 31 წლის მაკედონიელი მცველი ვლადიმირ დიმიტროვსკი და 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ვლადისლავ კრაევი.
დიმიტროვსკი მაკედონიის მიღმაც თამაშობდა: ჩეხურ მლადა ბოლესლავში, საბერძნეთის კერკირაში, აზერბაიჯანის ყარაბაღში, მერე ისევ ჩეხურ ტეპლიცესა და ბერძნულ დოქსაში.
კრაევი (ფოტოზე) ხარკოვის მეტალისტში იყო (რანგით მეორე ლიგაში), ბოლოს კი მოლდოვის დინამო-ავტოში, სადაც მწირი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. შარშან მოლდოვის ჩემპიონატში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.
მეკარე: ოთო გოშაძე (სიონიდან)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალოდან), რაფაელ ჩუკვურა (ტორპედოდან), ვლადიმირ დიმიტროვსკი (მაკედონიის რაბოტნიჩკიდან)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია (სამტრედიადან), ცოტნე მოსიაშვილი (ტორპედოდან), ვლადისლავ კრაიევი (მოლდოვის დინამო-ავტოდან)
თავდამსხმელი: ლაშა კოხრეიძე (საბურთალოდან)