ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი ცნობილია

პირველივე მატჩში ანთიმოზ ივერიელის თასი გათამაშდება

საქართველოს ნაკრები შაბათს, ეროვნულ სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა  23-კაციანი სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

 

ამ მატჩში გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს, რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე ის ბორჯღალოსნებმა 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს.

 

საქართველო:  15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.   1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე,21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. სოსო მათიაშვილი   

1 თებერვალი

საქართველო-რუმინეთი

8 თებერვალი

ესპანეთი-საქართველო

22 თებერვალი

საქართველო-ბელგია

7 მარტი

პორტუგალია-საქართველო

14 მარტი

საქართველო-რუსეთი