რუმინელებს ვირუსი შეეყარათ

ორი მორაგბე ჰოსპიტალიზირებულია 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები 1 თებერვალს რუმინეთს უმასპინძლებს. რუმინელები ამ შეხვედრისთვის ანტალიაში ემზადებოდნენ. ახლა კი, მარტყოფის სამწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობენ.

 

რუმინეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტალიაში შეკრების დროს რამდენიმე მორაგბეს ძლიერი ვირუსი შეხვდა, რის გამოც გრიპის გამოვლენის მიზნით მთელი გუნდის შემოწმება იგეგმება.

 

ამ დორისთვუს ორი მორაგბეს, კამილ სობოტას და ჰორაციუ პუნგეას B ტიპის გადამდები ვირუსი უკვე დაუდასტურდათ და მკურნალობისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. კონსტანტინ პრისტავიტას, პოლ პოპაიას და კოსმინ მანოლეს გაციების სიმპტომები აღენიშნებათ და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. რუმინეთის რაგბის კავშირის განცხადებით განახლებულ ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელდება.