უქმეებზე ექვსი ერის გათამაშება იწყება

უელსის ნაკრებს შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი ჰყავს

ამ უქმეებზე ექვსი ერის გათამაშება იწყება. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების ყოფილი მეტოქე იაპონიაში გამართულ მსოფლიოს თასზე, უელსის ეროვნული გუნდი, კარდიფში, პრინციპალიტი სთედიუმზე იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

წითელ ურჩხულებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - უეინ პივაკი. მას საბრძოლო რაზმში ერთი დებიუტანტი გარემარბი ჯონი მაკინკოლი შეიყვანა. სხვა დანარჩენი ყველასთვის კარგად ნაცნობი, გამცდილი მორაგბეები არიან. გუნდს ვეტერანი მეორეხაზელი ალან ვინ ჯოუნსი უკაპიტნებს.

 

უელსი        

15. ლი ჰალფპენი, 14. ჯონი მაკნიკოლი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ჰედლი პარკსი, 11. ჯოშ ადამსი, 10. დენ ბიგარი, 9. ტომოს ვილიამსი.   1. ვინ ჯოუნსი, 2. კენ ოუენსი, 3. დილონ ლუისი,  4. ჯეიკ ბოლი, 5. ალუნ ვინ ჯოუნსი, 6. აარონ ვეინრაისი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ტობი ფალეტაუ

16. რაიან ელიასი,  17. რობ ევანსი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. კორი ჰილი, 20. როს მორიარტი,  21. რის ვები,  22. ჯარედ ევანსი, 23. ნიკ ტომპკინსი