საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 9:2 მოუგო ავსტრიას და ევრო2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 შესაძლებლიდან 6 ქულა აქვს
შეგახსენებთ, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა ჯგუფის პირველ ტურში გერმანიას 3:1 აჯობეს.
აი, გერმანიის მეზობელ ავსტრიას კი სამჯერ სამი გაუტანეს. განსაკუთრებით ლამაზი იყო სიმი საიოტის ზუსტი მაკრატელა პირველ ტაიმში... საიოტი პოკერით გამოირჩა. სხვათა შორის, პირველივე წუთიდან დაიწყო სტუმრების გამწარება.
საქართველო-ავსტრია 9:2
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, საიოტი, თალესი, სებისკვერაძე, ჯამბურია, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე
გოლები: საიოტი (4), სებისკვერაძე (3), თალესი, ჯვარაშვილი
დღესვე, ჯგუფის პარალელურ მატჩში გერმანიამ 8:4 მოუგო კოსოვოს. ასე რომ, ბოლო ტურში კოსოვოელებთან ფრეც ხელს გვაძლევს პირველ ადგილზე გასასვლელად. მერე კი ფლეი-ოფია ეს მატჩი 1 თებერვალს, 22:00 საათზე დაიწყება. შგახსენებთ, ჯგუფის თამაშებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.