ნარშავების რიგებში მცირე გაუგებრობაა?

ლაიდლოუ წავიდა, რასელი გაბრაზდა?

ექვსი ერის გათამაშების პორველ ტურში შოტლანდიის ნაკრები სტუმრად ითამაშებს დუბლინში, ავივა სთედიუმზე ირლანდიის ეროვნულ გუნდთან. სკოტების რიგები მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ლიდერებმა გრეგ ლაიდლოუმ და ტომი სეიმურმა დატოვეს. მათ სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოაცხადეს.

 

კიდევ უფრო დიდი დანაკლისია მგეზავი ფინ რასელი, რომელიც იანვარში გამართულ სამდღიან შეკრებაზე იმყოფებოდა. თუმცა, ნაკრების ბანაკი დროზე ადრე დატოვა და არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ის ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში არ იასპარეზებს. სინამდვილეში რა დააშავა რასელმა არავინ იცის.

 

ნარშავების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა საბრძოლო რაზმში ერთი დებიუტანტი, ავსტრალიური წარმოშობის მესამეხაზელი ნიკ ჰეინინგი შეიყვანა. მსოფლიოს თასზე იაპონიასთან გამართულ ბოლო მატჩთან შედარებით კი, გუნდში ათი ცვლიელბაა.

 

შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. ჰიუ ჯონსი, 12. სემ ჯონსონი, 11. ბლერ კინგჰორნი, 10. ადამ ჰასტინგსი, 9. ალი პრაისი.  1. რორი საზერლენდი, 2. გრეზერ ბრაუნი, 3. სანდერ ფაგერსონი, 4. სკოტ კამინგსი, 5. ჯონი გრეი, 6. ჯიმი რიტჩი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. ნიკ ჰეინინგი

16. სტიურატ მაკლნელი, 17. ალან დილი, 18. საიმონ ბერგანი, 19. ბენ ტულისი, 20. კომილ დუ პრი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. რორი ჰატჩინსონი, 23, კრის ჰარისი