ტრანსფერი! რანდერსის დასტური და სამადლობელი

„საბა ლობჟანიძე თურქული ანკარაგიუჯუში გადავიდა. ყველაფერზე შევთანხმდით“ - წერს რანდერსის ოფიციალური საიტი.

საბამ დანიურ კლუბში კარგი სახელი დატოვა: 91 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

 

სიორენ პედერსენი (რანდერსის სპორტული დირექტორი): „ფინანსური მოგება ვნახეთ. ზაფხულში საბას კონტრაქტი უმთავრდებოდა და ამდენად, იანვარში უნდა გაგვეყიდა. ეს მოხერხდა და კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ლობჟანიძე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბოლო წლებში, მაგრამ მისი წასვლა არ ნიშნავს, რომ რანდერსი ძლიერი აღარ იქნება. ექვსეულისთვის ვიბრძოლებთ. საბას კი დიდ მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ“.  

 

ანკარაგიუჯუ თურქულ სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.