ასოციაციის თასი

წლეულს რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ასოციაციის თასმა. ეს თანდათან მოხდა. მგონი, იმისდა კვალად, რომ ლივერპული უკიდურესად გაიჭრა წინ საჩემპიონო ბრძოლაში. ამხელა სხვაობა პირველსა და მადევარს შორის, არასდროს ყოფილა. ახლა ცხადია, რომ კლოპის გუნდი ჩემპიონი გახდება. იქამდე, სულ ექვსი მოგებაა დარჩენილი.

ლივერპულის, როგორც ენაკვიმატი ქალაქის წითელ ნახევარში ახალ იმდენად იმაზე კი არ ღელავენ, ემანდ ვინმემ მოახლოებული და ოცდაათ წელიწადს ნანატრი ტიტული არ წაგვართვასო, არამედ იმაზე, რომ გუნდის გაჩემპიონებას რაიმე გარე ამბავმა, ან მსოფლიო აფეთქებამ არ შეუშალოს ხელი. ამერიკელებმა რომ სპარსელი გენერალი ააფეთქეს, ენფილდის გარშემო ქსელებში ერთი ვაი-ვიში ატყდა, ჩვენი ბედი რა ვთქვით, ახლა მსოფლიო ომი დაიწყება და ჩემპიონები ვეღარ გავხდებითო. ვიღაცეებმა ირანისა და ამერიკის უფროსობასაც მიმართეს, თან ხუმრობით, თან კი მაინც შიშით, ეგებ მსოფლიო ომის დასაწყისი ივნისის პირველი რიცხვებისთვის გადაგვეტანა, გვაცალეთ რომ გუნდმა კიდევ ერთხელ ჩამოიაროს ჩვენი ქალაქის ქუჩებში გადახდილი ავტობუსითო.  

 

 

ახლა შფოთვა კორონავირუსს შეეხება: ხომ, გეუბნებით, არ დაგვაცლიან ესენი ჩემპიონობას, დაატყვეს, რომ ადრე ვხდებით და ვირუსიც ადრიანად შემაოგდესო. ასეთ ოხუნჯობებს ბოლო არა აქვს, ხოლო ლივერპულს რომ მივუბრუნდეთ, ის კარგა ხანია ღიად აჩვენებდა, რომ წლეულს ჩემპიონობაა მთავარი: ლიგისა და ასოციაციის თასებზე კლოპის მიერ დუბლების არაერთხელ გამოყვანამ ინგლისში ამბავი ატეხა, ეს რა არისო, ამით რის თქმა უნდათ, იმისა ხომ არა, რომ ჩვენს თასებს მნიშვნელობა არა აქვსო. ლიგის თასზე ლივერპულის მეორეებმა 0-5 წააგეს მაჩანჩალა ვილასთან, რომელიც ახლა უკვე ამ თასის ფინალშია. ასოციაციის თასზე კი, ენფილდელებმა შრუსბერიში ვერ მოიგეს და გადათამაშებაში კინკილა გოლით დაამარცხეს ეს პატარა გუნდი. 
ასეთი დამოკიდებულება თემაა მედიისთვის. მაგრამ სანამ ლივერპული ძირითადის დასვენებას ცდილობდა,

ნაშობავებს სხვებმა ეს იფიქრეს, რომ წლეულს ამათ მტერი ეჭიდავაო კი არა და, ხო ხედავთ არ გამოდის დაწევაო და ტიტული კი მაინც ტიტულიაო და სატიტულე კი ინგლისის ლიგის თასის წინ არის, სწორედ ასოციაციის თასი, არა ერთხელ რომ გავიმეოროთ, მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო შეჯიბრება.

ჰოდა, ყველას მოუნდა. მარტის პირველში რომ ლიგის თასის ფინალია ვილასა და მანჩესტერ სიტის შორის, მას მოყოლებულ კვირაში ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდი გაიმართება, რომელშიაც ჩართულია ყველა ბობოლა: სიტი, არსენალი, ჩელსი, ლივერპული, იუნაიტედი და ლესტერი და დაბლა ლიგების რამოდენიმე მამაციც, ძველი დათვლით მესამე დივიზიონის, აწ პირველი ლიგის პორტსმუტის თამადობით.

საერთოდ კი, ისეა რომ ინგლისის ორივე მთავარი თასი ცდილობს,რომ დიდ შეჯიბრად შენარჩუნდეს. ეს თასები ისეთივე კომერციული დაწესებულებებია, როგორიც სხვა ყველა შეჯიბრი და მათში ისეთი წესები მოქმედებს, რომლებიც შეღავათს არ იძლევა. ინგლისში სულ კამათია გადათამაშებებზე: მოგეხსენებათ, ფრედ დამათავრდა და ხელახლაა სათამაშო და თუკი ეს პატარა გუნდებს უხარიათ, დიდი გუნდებისთვის ის პირველი თამაშიც ხშირად ტვირთია, მეორე ხომ, თავისთავად. ამიტომ, დიადი ასოციაციის თასი, როგორიღაც, უფრო რიტუალური ამბავი უფრო გახდა.

 

 

აი,მეხუთე რაუნდში დამატებითი და პენალტები ამუშავდება, თუმცა, წელს ეს თასი ყველას მოუნდა. გვარდიოლა კი ამბობს, ჩემი სიტიში ყოფნა წარუმატებლად ჩაითვლება, თუკი ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებო, მაგრამ ასოციაციის თასიცა და ლიგის თასიც აგერაა, ხოლო ინგლისში ნებისმიერ ტიტულს. ჯერ კიდევ ტიტული ჰქვია ხალხის თვალში და ისიც იბრძვის.ლივერპულს სიტყვიერად დიდად არ ეტყობა, რომ წლეულს ტრიპლისთვის იბრძოდეს, მაგრამ ამ საოცრებაზე უარს ვინ იტყვის?
 ამაღამ ტოტენჰემი გადათამაშებაზეა საუთჰემპტონთან რათა მეხუთე რაუნდში ნორვიჩს შეებრძოლოს. მაურინიუს ძალიან უნდა ასოციაციის თასი. ჰოდა, ვნახოთ. 

ისე კი, ეს მაგარი თასია. ყველასია და იმიტომ. ძაან მუღამი აქვს, თუ მიყვები, ფეხბურთელიც და მაყურებელიც. გლობალიზაციამ კი შეარყია, მაგრამ აი, იბრძვის.