ბლაუგრანაში ფორვარდის დასახვედრად ემზადებიან
არახალია, რომ ბარსელონას თავდამსხმელის დამატება სურს. ლუის სუარესი მალე 32 წლის გახდება და ბლაუგრანა მის შემცვლელზე ფიქრობს. ესპანელთა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი, ტოტენჰემის ლიდერი ჰარი კეინი გახლავთ. კარგა ხანია, რაც ვალვერდეს გუნდს მისი გადაბირება უნდა. კეინი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა და წესით ტრანსფერი იოლი გასაჩარხი არ უნდა იყოს.
ახლახანს Express-ში დაიწერა, რომ კატალონიელები მისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ. კამპ ნოუს ბინადრები მზად არიან ინგლისელ გოლეადორში 200 მილიონი გადაიხადონ და ესპანელების ფავორიტობაზე დიდი ალბათობით სწორედ ამ ფაქტმა იმოქმედა. ცნობისთვის, კეინის გადაბირება ბარსას გარდა მანჩესტერსა და ბაიერნსაც სურთ.
ინგლისელი ფორვარდი ტოტენჰემის ღირსებას 2013-14 წლების სეზონიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გასულ მუნდიალზე იგი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
Barça is seen as favorites to sign Harry Kane who could make a big move in the summer.
— Barça Centre (@barcacentre) December 26, 2018
Man Utd and Real Madrid have been following the striker for several years but now prioritize a new manager. Barça would have approach Spurs with a huge offer for him. [express via md] pic.twitter.com/KiyePtJxVA