არაბიძე – ისევ უკრაინული ვარიანტი

გიორგი არაბიძე, შესაძლოა, უკრაინული ჩერნიგოვის დესნაში გადავიდეს.

 დესნა უმაღლეს ლიგაში მეექვსე ადგილზეა. ყოველ შემთხვევაში, უკრაინული კლუბი მოწადინებულია ქართველი გარემარბის შეძენით და ვნახოთ...   

 

არაბიძე გასულ ზაფხულს დონეცკის შახტარიდან გადავიდა პორტუგალიის ნასიონალში, მაგრამ ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. თამაშობდა მანამდე ამხანაგურებში და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა მერე უკვე აღარ ენდობოდნენ. ამას ტრავმაც დაერთო.

 

20 წლის არაბიძეს წელიწადნახევრის წინ ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 4 მატჩში 3 გოლიც გაიტანა. ჯერჯერობით, გიორგის კარიერა ისე ვერ ვითარდება, როგორსაც ელოდნენ.