ცნობილი ქართველი გოდინის ქორწილში

ატლეტიკოს ურუგვაელი მცველის, დიეგო გოდინის ქორწილს ცნობილი ქართველი პიროვნებაც დაესწრო. საუბარია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილზე.

 

ვინც არ იცის, პოლოლიკაშვილი ერთი პერიოდი თბილისის დინამოს გენერალური დირექტორი გახლდათ და მას უკავშირდებოდა კლუბში ესპანელების ჩამოყვანა, მათ შორის, ჩისკოსი. ქორწილი ამერიკაში, კერძოდ, ჯექსონვილში იყო. სტუმართა შორის იყვნენ ატლეტიკოს ლიდერები – ანტუან გრიზმანი, კოკე, ხუანფრანი, კლუბის პრეზიდენტი ენრიკე სერეზო. ასევე, ცნობილი ურუგაველები: დიეგო ფორლანი, სებასტიან აბრეუ...

 

რამდენიმე თვის წინ, პოლოლიკაშვილმა ლეო მესი წარადგინა ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩად.