ჩაკვეტაძე – დიდი ალბათობით, ზაფხულში

ბელგიურმა Voetbalnieuws-მა იმ ათ ტალანტზე დაწერა, რომლებიც მათ ჩემპიონატში თამაშობენ და სავარაუდოდ, ამ ზამთარს, ან მომავალ ზაფხულს გაიყიდებიან.

გიორგი ჩაკვეტაძეც ათეულშია და სავარაუდო ფასი 5 მილიონი ევროა, თუმცა დიდი ალბათობით, ქართველი უფრო ძვირად გაიყიდება. ბარსელონა, დორტმუნდი, რომა, ბაიერნი – ეს არასრული სიაა გუნდებისა, რომლებსაც 19 წლის ქართველი სურთ.

"გენტი დიდ თანხას იშოვის ჩაკვეტაძეში" – წერს Voetbalnieuws-ი. 

ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ უფრო დიდი შანსია, გენტმა გიორგი ზაფხულში გაყიდოს.  

ამავე გამოცემის გამოკითხვაში - "ვინ არის ყველაზე დიდი ტალანტი ბელგიაში?",- გიორგი ჩაკვეტაძე 84%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე 9%-ით სანდერ ბერგეა. მიმდინარე მონაცმებით, ხმა 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა.