დავითვალოთ...

ვინ როგორ გაძვირდა?

საფეხბურთო წელი მთავრდება და შედეგების შეჯამების დროც დადგა. ამჯერად, იმ მოთამაშეების საუკეთესო ხუთეულს გთავაზობთ, რომლებიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდნენ...

 

კილიან მბაპე

20 წლის

კლუბი: პსჟ

ფასი წლის დასაწყსში: 90 მილიონი

ფასი წლის ბოლოს: 200 მილიონი

მატება: 110 მილიონი

ჭაბუკ ფრანგს ჩინებული წელიწადი გამოუვიდა. რაც მთავარია, ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ასევე ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

 

მოჰამედ სალაჰი

26 წლის

კლუბი: ლივერპული

ფასი წლის დასაწყისში: 40 მილიონი

ფასი წლის ბოლოს: 150 მილიონი

მატება: 110 მილიონი 


ეგვიპტელი, ამ ნომინაციაში ლივერპულში ჩატარებული დიდებული სეზონის გამო მოხვდა. ტრიუმფალური სვლა  ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებულმა ტრავმამ შეუჩერა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტელთა ორი გოლი სწორედ მან გაიტანა. ახალი სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს ისევ დაიწყო გატანა.

 

 

3-4. ედენ აზარი

27 წლის

კლუბი: ჩელსი

ფასი წის დასაწყისში: 75 მილიონი

ფასი წლის ბოლოს: 150 მილიონი

მატება: 75 მილიონი

აზარის ნიჭიერებაში დიდი ხანია ეჭვი აღარავის ეპარება. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან ჩვეულად ძლიერად ჩაატარა, ჩელსის ინგლისის თასი მოაგებინა. ზაფხულში კი მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს ბრინჯაოს მედლები და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს შორის, მოდრიჩის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.ახალ სეზონში, არისტოკრატთა მწვრთნელად მაურიციო სარის მისვლის  შემდეგ, აზარი სხვა კუთხით გაიხსნა და ჯერჯერობით, პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

 

 

3-4. კევინ დე ბრუინი

27 წლის

კლუბი: მანჩესტერ სიტი

ფასი წლის დასაწყისში: 75 მილიონი

ფასი წლის ბოლოს: 150 მილიონი

მატება: 75 მილიონი

სიტისთან ერთად, წლეულს კევინმა ოთხიდან სამი მთავარი ინგლისური ჯილდო მოიგო და გასული სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო მეპასე გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე სამ საგოლე გადაცემას, მეოთხედფინალში ბრაზილიასთან გადამწყვეტი გოლიც დაამატა (ბელგიელებმა 2:1 გაიმარჯვეს). ახალ სეზონში დე ბრუინს ტრავმის გამო თითქმის არ უთამაშია, მაგრამ ორიოდ კვირის წინ დაუბრუნდა მინდორს და ლესტერთან და კრისტალ პალასთან გატანაც მოასწრო.

 

 

5. ფელიპე კოუტინიუ

26 წლის

კლუბი: ბარსელონა

ფასი წლის დასაწყისში: 65 მილიონი

ფასი წლის ბოლოს: 140 მილიონი

მატება: 75 მილიონი 

ლივერპულიდან ბარსელონაში გადასვლამ, ცხადია, მისი ფასი გაზარდა. თუმცა კოუტინიომაც ბევრი გააკეთა, რათა მისი თამაშისთვის სათანადო შეფასება მიეცათ. მიუხედავად მაღალკვალიფიციური ფეხბურთლების სიმრავლისა, მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე უფრო ხშირად კოუტინიოს ენდობა.