ხომუტოვი ისევ ქართულ გუნდში

უკრაინელი დენის ხომუტოვი საქართველოში გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ კლუბს შეიცვლის: გაგრადან წავიდა და თელავს გაწვრთნის.

 

 

ეს ინფორმაცია თელავის პრესსამსახურმა გაავრცელა. 39 წლის ხომუტოვმა გაგრა ეროვნულ ლიგა 2–ში მესამე ადგილზე გაიყვანა, მაგრამ გუნდმა გადათამაშებაში ბოლნისის სიონს ვერ აჯობა და ისევ ლიგა2–ში დარჩა.

 

თუმცა ხომუტოვის მიღწევა იყო გაგრას საქართველოს თასის  ფინალში გაყვანა. ფინალშიც ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მაინც წააგო ქუთაისის ტორპედოსთან: 2:2, პენალტებში 2:4.    

 

თელავიც, როგორც იცით, ეროვნული ლიგა 2–ის გუნდია. კახელებმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულეს, ასევე, თასის ნახევარფინალამდე მიაღწიეს. ხომუტოვმა გიორგი დეკანოსიძე შეცვალა.