ბენტანკური: მივხვდი რომ რონალდუ მხეცია

სიმართლე გითხრათ თვალებს არ ვუჯერებდი

იუვენტუსის ნახევარმცველმა, როდრიგო ბენტანკურიმ Football Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ურუგვაელმა განაცხადა, რომ იუვეს ახალწვეულმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

"რონალდუს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდი. იგი პირველად ურუგვაი - პორტუგალიის მატჩის შემდეგ ანტიდოპინგურ ცენტრში ვნახე. კრიშტიანუ თავად მოვიდა, სახელით მომმართა და მომესალმა. სიმართლე გითხრათ თვალებს არ ვუჯერებდი.

 

როცა ის პირველად იუვენტუსში ვნახე, ვიფიქრე რომ ნამდვილი მხეცია. რონალდუს ვარჯიშის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა აქვს და ყოველთვის 100%-ით იხარჯება.“-განაცხადა ბენტანკურიმ

 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის გოლეადორი იუვენტუსში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მადრიდის რეალიდან გადავიდა. ამ სეზონში ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.