აფრიალდება თეთრი ცხვირსახოცები?

3 იანვარს სიტი ლივერპულს მასპინძლობს

საფეხბურთო ექპერტები ვარაუდობენ, რომ ხოსეპ გვარდიოლა 3 იანვარს თეთრ ცხვირსახოცს ააფრიალებს და ამით მიანიშნებს, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს.

 

3 იანვარს მანჩესტერ სიტი ლივერპულს მიიღებს და გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და შემდეგ ქალაქელებს ლივერპულის დაწევა ძალზედ გაუჭირდებათ.

 

„თუ ქულებს დავკარგავთ, შემდეგ საქმე ძალზედ გაგვირთულდება. სავარაუდოდ ჩემპიონობაზე ფიქრს უნდა დავემშვიდობოთ. სეზონის მანძილზე ალბათ ქულებს ლივერპულიც დაკარგავს, მაგრამ არა იმდენს, არსებული ჰანდიკაპი გაანიავოს.

 

თუ გვსურს საჩემპიონო მარათონს ბოლომდე შემოვრჩეთ, მაშინ ლივერპული, რომელიც ფანტასტიურ სეზონს ატარებს აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ისინი ფორმის პიკში იმყოფებიან და არ მომერიდება იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ“ - უთხრა გვარდიოლამ Telegraph-ს.