რონალდუ, მესი და აზარი

დიდი ფეხბურთელი

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა. იტალიელმა ედენ აზარზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

 

„აზარი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. იგი ჩელსისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც ბარსელონასთვის მესი და იუვენტუსისთვის რონალდუ. ის დიდი მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ახლა იგი გუნდში ცრუ ცხრა ნომრის როლს ასრულებს.“-განაცხადა სარიმ.

 

ამ სეზონში აზარმა 23 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ აზარის სახელს უკვე დიდი ხანია, რაც მადრიდის რეალს უკავშირებენ და გამორიცხული არაა მალე ბლანკოსის მაისური მოირგოს.