სოლშერი იუნაიტედის ისტორიაში შევიდა

ნორვეგიელი სერ ალექსის შემდეგ მეორეა

 

მანჩესტერ იუნაიტედის ახალბედა თავკაცი ოლეგ გუნარ სოლშერი მეორე მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელმაც წითელი ეშმაკების მეთაურის პოსტზე ინგლისის ჩემპიონატში საწყისი 4 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. 
რა გასაკვირია და პირველი ლეგენდარული შოტლანდიელი - სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ.

 

ნორვეგიელმა სპეციალისტმა, რომელიც მანჩესტერში დეკემბერში, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა, კარდიფ სიტი (5:1) ჰადერსფილდი (3:1) ბორნმუთი (4:1) და ნიუკასლი (2:0) დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა.

 

21 ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 38 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას წითლები სტუმრად, ტოტენჰემ ჰოტსპურსთან გამართავენ, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფება.