პოგბა საუკეთესოა

ფრანგი ქომაგებმა გამოარჩიეს

მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა კლუბის გულშემატკივრებმა მიიღეს, გუნდის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი პოლ პოგბა დასახელდა.

 

გამოკითხვაში საფრანგეთის ნაკრების წევრმა ორი თანაგუნდელი, შემტევი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი და თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი დაამარცხა.

 

პოგბამ დეკემბერში მანჩესტერისთვის პრემიერლიგის ხუთ შეხვედრაში ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. პოლმა გატანა ბოლო სამ მატჩში მოახერხა, ყველა მათგანში ის ძირითად შემადგენლობაში იყო, მისმა გუნდმა კი გამარჯვება შეძლო.

 

მიმდინარე სეზონში აგვისტოსა და სექტემბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკ შოუ დასახელდა ოქტომბერში ეს წოდება ენტონი მარსიალს ერგო, ხოლო ნოემბერში გულშემატკივრებმა ლინდელოფი გამოარჩიეს.

 

მანჩესტერს 38 ქულა აქვს და ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.