მარადონას სისხლდენა

არგენტინის ლეგენდარული ათიანი „დორადოს“ დატოვებას არ აპირებს

თეთრ ციებ-ცხელებას კარგი არაფერი მოაქვს. დიეგო მარადონა კვლავ ჰოსპიტალში მოხვდა. არგენტინის ნაკრების ლეგენდარული ათიანი 2018 წლის სექტემბერში მექსიკური „დორადოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდი მეორე დივიზიონის პლეიოფში გაიყვანა, თუმცა ფინალი წააგო, შემდეგ კი მარადონა გულშემატკივრებსაც წაეჩხუბა.

 

მარადონამ, სამედიცინო შემოწმების გავლა გადაწყვიტა, რაც მისი საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა. ექოსკოპიამ აჩვენა, რომ დიეგოს მუცლის ღრუში სისხლდენა ჰქონდა და 58 წლის მარადონაც სტაციონარში მოათავსეს.

 

რაც შეეხება „დორადოს“, მარადონა ახალი სეზონში, გუნდის პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი თანამდებობიდან წასვლას საკუთარი ნებით არ აპირებს.