10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

ათეული რონალდუს  გარეშე 

განახლებული გამოკვლევის თანახმად 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამოვლინდა. KPMG-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას ანგარიშობს, ათეულში არაა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის ამჟამინდელი ფასი €106.5 მილიონს შეადგენს. 33 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს რეალიდან იუვენტუსში €110.5 მილიონად გადავიდა.

 

ამ ტრანსფერის შემდეგ იგი სერია A-ში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა და ეს სტატუსი თანაგუნდელ პაულო დიბალას ჩამოართვა.

 

სიის სათავეში ბრაზილიელი მეგავარსკვლავი ნეიმარია, რომლის ფასიც  €229.1 მილიონია, მეორე ადგილზე კილიან მბაპეა, რომლის ფასიც €215 მილიონს შეადგენს, ხოლო სამეულს ლეო მესი ასრულებს  - €203.3 მილიონით.

 

არგენტინელი ფეხბურთელის შემდეგ მოჰამედ სალაჰი მოდის. ეგვიპტელის ფასი €168.3მილიონია. აქვე გეტყვით, რომ 2017 წლის ზაფხულში ლივერპულმა ფეხბურთელი 38 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

მეხუთე ადგილს ჰარი კეინი €151.1 მილიონით იკავებს. კეინი ბოლო დროს საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშეა და სავარაუდოდ ტოტენჰემი მას მითითებულ ფასზე ნაკლებად არ შეელევა.

 

მეექვსე ადგილზე ედენ აზარია, რომლის ფასიც €148.2 მილიონს შეადგენს. შემდეგ მოდიან კევინ დე ბრუინი (€129.4 მილიონი), ანტუან გრიზმანი (€125.6 მილიონი), პოლ პოგბა (€119.3 მილიონი), ფელიპე კოუტინიო (€118.2 მილიონი).

 

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

10. ფილიპე კოუტინიო: €118.2 მილიონი

9. პოლ პოგბა: €119.3 მილიონი

8. ანტუან გრიზმანი: €125.6 მილიონი

7. კევინ დე ბრუინე: €129.4 მილიონი

6. ედენ აზარი : €148.2 მილიონი

5.ჰარი კეინი: €151.1 მილიონი

4. მოჰამედ სალაჰი: €168.3 მილიონი

3. ლეო მესი: €203.3 მილიონი

2. კილიან მბაპე: €215 მილიონი

1. ნეიმარი:  €229.1 მილიონი

 

მაისის სატრანსფერო მონაცემების მიხედვით, ბრაზილიელი რონალდო ბარსელონადან ინტერში  ახლა, რომ გადასულიყო, ნერაძური მასში 433 მილიონს გადაიხდიდა, რაც ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნებოდა.