ბუღრიძე: იყო ავსტრია და რუსეთიც, მაგრამ...

ბელგიური პრესა წერს, რომ ბეერსხოტმა ირაკლი ბურღიძის სახით ნამდვილი ტალანტი შეიძინა.   

 

 

ირაკლის ახალი გუნდი ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ლიდერობს, ზოგადად კი, უმეტესად უმაღლესში ატარებს სეზონებს. ანუ, ანდერლეხტი და სტანდარდი არაა, მაგრამ ტრადიციული კლუბია.

 

21 წლის ქართველმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან და ავსტრიიდანაც ჰქონდა ვარიანტები, მაგრამ ოჯახთან კონსულტაციის მერე გადაწყვიტა, რომ ბელგიაში გადასულიყო. შეგახსენებთ, ბუღრიძემ შარშან საჩხერის ჩიხურაში ითამაშა და ძალიან კარგადაც.

 

"ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში და მოტივირებული ვარ. ვფიქრობ, ეს იდეალური ადგილია წინსვლისთვის. ბეერსხოტთან ერთად მინდა გავიზარდო. დროც მჭირდება, რათა ბელგიაში საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი" - უთხრა ბუღრიძემ ბეერსხოტის ოფიციალურ საიტს.

 

ბეერსხოტმა ვარჯიში დაიწყო და ბუღრიძეც გუნდთან ერთადაა.