ბაუტისტას მეცხრე

შეგახსენებთ, რომ მან ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო

„სეზონის დასაწყისი მშვენიერი გამოდგა. აქ გამარჯვება ადვილი არ ყოფილა, რადგან უძლიერესი ჩოგბურთელები იყვნენ თავმოყრილნი. ჩემი მიზანია, 2019 წელს ტოპ ათეულში დავიმკვიდრო ადგილი“ - იტყვის რობერტო ბაუტისტა-აგუტი დოჰას ტურნირზე, ფინალში გამარჯვების შემდეგ.

 

ესპანელმა ჩოგბურთელმა, დოჰას უპრესტიჟულესი შეჯიბრის ფინალში კი ტომაშ ბერდიხს სამ სეტში - 6:4, 3:6, 6:3 სძლია. ბაუტისტა, ტურნირზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი.

 

შეგახსენებთ, რომ მან ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო. ბაუტისტა-აგუტისთვის ეს კარიერაში მეცხრე მოგებული ტიტულია.