ფინეთი ჩემპიონია

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჰოკეიში

კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში ფინელთა ტრიუმფით დასრულდა. მათ, ფინალში, აშშ-ს ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგეს.

 

ნიშანდობლივია, რომ ფინეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ მოიგო. 2014 წელს, ფინელებმა შვეციაში იჩემპიონეს, ხოლო ორი წლის შემდეგ, პირველობა შინაურ კედლებში არავის დაუთმეს. ისე კი, ფინეთის გუნდმა პლანეტის საუკეთესო ჰოკეის გუნდის სახელი ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა.