ალეგრის ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

იუვეს ალეგრი არ ეთმობა

იუვენტუსის მესვეურები მასიმილიანო ალეგრისთნ კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. ამის შესახებ Calciomercato იუწყება. როგორც იტალიური გამოცემა წერს, ბიანკონერი ალეგრის ხელფასის საგრძნობლად მომატებას ჰპირდება.

 

ალეგრით უკვე კარგა ხანია, რაც რეალი და მანჩესტერი ინტერესდებიან. დიდი ალბათობით ბებერი ქალბატონი სწორედ ამიტომ აპირებს მისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას. ალეგრის იუვენტუსთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

 

51 წლის სპეციალისტი იუვეს 2014 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. ამ დრომდე მან იტალიურ გრანდთან ერთად სერია ა (4), იტალიის თასი (3) და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.