იტალიური მედია ქართველ მორაგბეებზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს, იტალიაში, არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩს გამართავს.

იტალიის ნაკრებთან შერკინება ბორჯღალოსნებისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იმის გამო ატარებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რაგბის სამყარო „ექვსი ერის“ პოტენციურ წევრად აქტიურად განიხილავს, ხოლო თუ ჩვენებმა ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე რომელიმე გუნდი უნდა ჩაანაცვლონ, ეს სწორედ ამ მომენტისთვის ყველაზე სუსტი იტალიის ნაკრები უნდა აღმოჩნდეს.

იქამდე, ვიდრე ქართველი მორაგბეები არტემიო ფრანკის სახელოვან სტადიონზე გავლენ, იტალიური მედია მათ შესახებ ვრცლად საუბრობს.

წამყვანი იტალიური სარაგბო მედია საშუალება onrugby.it საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მორაგბეები არიან განხილულნი.  მასალს უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იტალიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის გუნდის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს ბოლო წლებში მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავენ, რადგან მათ შანსი აქვთ „6 ერში“ იტალიის ადგილი დაიკავონ, ამის შესახებ ზელანდიელმა სპეციალისტმა არაერთხელ განაცხადა.

საქართველოს შემადგენლობის პრობლემები აქვს. გუნდს კაპიტანი, მეორე/მესამე ხაზის მოთამაშე გიორგი ნემსაძე და ცენტრი დავით კაჭარავა ტრავმირებული ჰყავს. ჰეიგი ძირითადად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და „დიდ ათში“ მოასპარეზე მორაგბეებს ენდო.  

საქართველოს შერკინების ხაზი პატივისცემას იმსახურებს. ისინი წლების განმავლობაში ინგლისსა და საფრანგეთში გამოდიან. 16 მორაგბიდან 14 პრემიერშიპში, ტოპ 14-ში, Pრო D2-სა და ჩემპიონშიპში თამაშობს. ერთ-ერთი ქართველი მორაგბე ჯაბა ბრეგვაძე იაპონიის სანვულვზის ღირსებას იცავს. 

საქართველოს ხერხემალი მონპელიეს მოთამაშეები, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩვა არიან, რომლებიც ბორჯღალოსანთა მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე მთავარ შემსრულებლებად განიხილებიან. ამ ორი მორაგბის შემცვლელები კი უოსფისა და გრენობლის მოთამაშენი ზურაბ ჟვანია და დუდუ ქუბრიაშვილი არიან.

გიორგი ნემსაძე არ იქნება. მას 22 წლის ბექა გორგაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად ბორდოს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად იბრძვის. ფლანგელებს შორის ადგილს ბექა ბიწაძე დაიკავებს.

ჰეიგის უკანა ხაზიდან მხოლოდ 4 თამაშობს საფრანგეთში, ორი მათგანი კი ტოპ 14-ში. ესენი გელა აფრასიძე (მონპელიე) და თამაზ მჭედილძე (აჟენი) არიან. აფრასიძეს წელს არ უთამაშია, მჭედლიძემ კი მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა.

ვასილ ლობჟანიძე შედარებით უკეთეს ფორმაშია, რომელიც Pრო D2-ში მოასპარეზე ბრივში თამაშობს, მან წელს მონაწილეობა ოთხ შეხვედრაში მიიღო, მისი თანახაზელი აურილიაკიდან, მერაბ შარიქაძე, მოედანზე საერთოდ არ გასულა. გამოსარჩევი მოთამაშეა სოსო მათიაშვილი ლელოდან და კიდევ ერთი უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე, რომლიც რუსეთში ტამაშობს.-წერს onrugby.it. 

საქართველოსა და იტალიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 10 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.