ჯანო დღესვე? ვიტესი პრობლემებს ახსენებს

ჯანო ანანიძის ვიტესში გადასვლის საკითხი, შესაძლოა, დღესვე გადაწყდეს.

 არის პრობლემები და ამის შესახებ ვიტესის ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ვან ჰიმტუმმა ისაუბრა.

 

"არაევროკავშირელების ლიმიტზე გვაქვს შეზღუდვა. გარკვეული სამუშაოებია საჭირო. თუმცა ჩვენი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ანანიძეს კარგად იცნობს და არნემში მოყვანა სურს".

 

ვიტესი პორტუგალიაშია შეკრებაზე და გუშინ ამხანაგურ მატჩში 0:3 წააგო გერმანიის ვოლფსბურგთან. ანანიძის შემთხვევაში იჯარაზეა საუბარი: მოსკოვის სპარტაკიდან ზაფხულამდე განათხოვრებაზე.