სტოილოვი: საქართველო ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია

ერთა ლიგის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა

მატჩის შემდეგ მედიასთან სტუმართა თავკაცმა, სტანიმირ სტოილოვმა ისაუბრა:

"პირველ ტაიმში ვეცადეთ აქტიურად შეგვეტია და ამავდროულად ზონები არ გაგვეხსნა, ვფიქრობ ამ ამოცანას თავი კარგად გავართვით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კარგი საგოლე მომენტი შევქმენით, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენმა მცველებმა კარგად ვერ ამოკეტეს, რისთვისაც დავისაჯეთ. 

უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გვაკლდა, რამაც საბოლოოდ შედეგზეც იმოქმედა. საქართველოს ნაკრები ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია და დამსახურებულად მოიგო."-განაცხადა სტოილოვმა.